Georgia, Tbilisi, 4th April 2014
NGO “Georgian Society for the Protection and Safety of Animals” – GSPSA
A P P E A L
To
The President of Georgia - Giorgi Margvelashvili
The Prime-Minister of Georgia – Irakli Garibashvili
The Chairman of the Parliament of Georgia – David Usupashvili
Dear Seniors!
The date of this appeal is the 4th April 2014. “World Stray Animals Day” has been celebrated worldwide annually, since the 4th April 2011. April 4 is the day of compassion, care and help for all stray animals.(http://www.strayanimalsday.org/).
We, the NGO “Georgian Society for the Protection and Safety of Animals”, for which the interests and the values of the world’s civilized countries’ people are common, appeal to the Georgian government to set in motion animal defense mechanisms, that will undoubtedly have great significancein humane control of our ecosystem.
Georgia is not united under the international animal rights conventions and other acts. Issues of animal defense and animal cruelty preventions are not regulated within the country, there are no state laws in the field of animal protection, except for the article §259 of the Georgian Criminal Code (This article is so-called “dead” and there are no records of using it, in spite of mass animal abuse facts).
There are significant problems in the management of domesticated and wild animals’ populations. Because of the non-existence of the laws, animal abuse has reached its maximum. Many wild animal species are on the verge of extinction. We have already lost Animals like Georgian Bison, gazelle and others. Bears and wolfs have turned into attractions of restaurants, they are locked in small cages and present “entertainment” for drunk people. In spite of the activities of international welfare organizations, no reserves for wild animalshave been created. Because of the liberal laws on hunting, there are many poachers and control of animal populations is impossible.
According to animal rights world declaration, hunting and fishing practiced as a pastime as well as any use of wild animals for reasons that are not vital, violates wild animals rights, any act compromising the survival of a wild species and any decision leading to such an act are tantamount to genocide, that is to say, a crime against the species. (§4, §8)
The situation with domesticated animals (dogs, cats) is very complicated in Georgia. The practice of mechanic killings of stray animals does not solve the problem, but aggravates the situation. The mechanic thrilling of stray animals triggersNatural Selection process, which makes the populations more aggressive, while failing in reduction of the number of strays. This method is the loss of money in vain, and using it is a shame for every society. The history of other countries shows that this method is unsuccessful and inhumane. All above said is perturbing, because with all the money spent, it would have been possible to take a step closer to solving the problems. The mass and inhumane annihilation caused population destabilization, aggression, uncontrolled illnesses, negative international response, estrangement and frustration of the animal loving intellectual part of our society.
Because of the lack of the laws in this field, self-government institutions – city and region councils cannot prepare major administration acts to introduce humane type of stray animal population control. There are some cases, when stray animals are shot in populated areas, in front of people. Many people got psychologically traumatized while watching strays being caught with barbaric methods.
It is shameful that Georgia is the number one country in Europe by the number of cases of rabies infection, and number one country in the world by the number of the cases of biting.
It is also very sad that dog fights are a very popular entertainment, they are held in cities and regions during the daylight and the organizers of these bloody shows are not persecuted by the law.
The fact that large part of Georgian population and government officials are not aware of animal protection issues is disturbing. Sharing of the experience from international organizations is limited to short visits and does not actually improve the awareness. Nor other steps are made for solving the problem of stray animals in accordance with recommendations of international organizations, clearly indicating the need of update and change of these methods. Moreover, the concern of international society on these issues are mostly left without attention.
We welcome the fact, that Tbilisi City Hall made huge step towards solving the problem of stray animals. Animal Shelter was built and has functioned since 2012. In spite of lack of the laws, Tbilisi City Hall’s Emergency and Urgent Situations Agency’s department of Wild and Domesticated Animals Control assists to regulate this issue, but still the absence of laws in this field creates difficulties to this agency. The relations formed with non-government organizations represent an important positive trend. We believe that Tbilisi must become an example for other regions and this should be required by law. The recent initiatives of Gori and Batumi municipalities for regulation of this issue are notable, but again due to absence of laws and unprofessional attitude many topics remain unattended.
This positive exception of Tbilisi City Hall does not change dire situation, while the mentality of our society is very low because of lack of laws and educational programs, also other objective reasons, which has negative impact on the humane relations between animal world and humans.
International Declaration of Animal Rights
Article 10. Educational and schooling authorities must ensure that citizens learn from childhood to observe, understand and respect animals.
We, NGO “Georgian Society for the Protection and Safety of Animals” and intellectual part of citizens, are worried by animal abuse and urge state government to solve this issue in a civilized and humane form. For solving the problem, government should use internationally accepted humane methods: Take into account the recommendations of WSPSA, PETA, “Foundation Brigitte Bardot” and other worldwide known organizations. First steps for solving the problem must be: mass vaccinations, spay/neuter, TNR programs, finding homes. All of these must happen in a good equipped shelters and must be based on relevant legislation bases (legislation must also contain laws about breeding regulation). At the same time, euthanasia of healthy pets( dog and cat) should be prohibited. Euthanasia is allowable only when animal suffers from incurable illness or endangers health of human, what is measured by strict criteria. We urge you to think of and act something to conduct humane strategies successfully and develop a state animal population control program according to the European standards. For this purpose animal protection NGOs of Georgia are ready to collaborate.
We hope that new government will not leave this appeal without attention and will not repeat mistakes made throughout the previous years, which brought about population destabilization, uncontrolled illnesses, unnatural migrations, extinction of species, increased number of stray animals and increased aggression, misuse of state funds, estrangement and frustration of the animal loving intellectual part of our society, mass and systematic culling of animals with unacceptable methods.
"Georgian Society for the Protection and Safety of Animals" urge Georgian government and parliament:
We demand the legislative body, ministries and municipalities should make correct and competent decision according animal population control, what will create a basis for the support of local, international and donor organizations. All of these will help our country to develop and progress.
Teimuraz Tsikoridze
Acting Chairman of NGO “Georgian Society for the Protection and Safety of Animals” - GSPSA
-------------------------------------------------------------------
საქართველო, თბილისი 2014 წლის 4 აპრილი
ააიპ „საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოება“ – GSPSA - ს
მ ი მ ა რ თ ვ ა
საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს
საქართველოს პრემიერ - მინისტრს ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ბატონ დავით უსუფაშვილს
პატივცემულო ხელისუფალნო!
ამ მიმართვის თარიღი 2014 წლის 4 აპრილია. ყოველწლიურად, დაწყებული 2011 წლის 4 აპრილიდან მსოფლიოში აღინიშნება უპატრონო ცხოველების საერთაშორისო დღე. 4 აპრილი - უპატრონო ცხოველების თანადგომის, მზრუნველობის და დახმარების დღეა (http://www.strayanimalsday.org/).
ჩვენ, ააიპ „საქართველოს ცხოველთა დაცვის და გადარჩენის საზოგადოება“, ვისთვისაც ღირებული და მნიშვნელოვანია მსოფლიოს ცივილიზირებული ქვეყნების ხალხთა საერთო ინტერესები, მოგმართავთ საქართველოს ხელისუფლებას ჩვენს ქვეყანაში ცხოველთა ყოფისა და დაცვის მექანიზმების ამოქმედებისათვის აუცილებელი გადაწყვეტილებების მისაღებად, რასაც უდაოდ დიდი მნიშვნელობა ექნება ეკოსისტემის ჰუმანური წესებით მართვისათვის.
საქართველო არ არის მიერთებული ცხოველთა უფლებების უზრუნველმყოფ საერთაშორისო კონვენციებსა და სხვა აქტებს. ქვეყნის შიგნით არ არის დარეგულირებული ცხოველთა დაცვისა და სასტიკი მოპყრობის აღმოფხვრის საკითხები, არ არსებობს სახელმწიფო კანონები ცხოველთა დაცვის სფეროში, თუ არ ჩავთვლით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლს (ეს მუხლი ე.წ. „მკვდარი“ მუხლია და მისი გამოყენება არ დაფიქსირებულა, მიუხედავად ცხოველთა მიმართ სისასტიკის მასობრივი ხასიათისა).
საქართველოში მნიშვნელოვანი პრობლემებია როგორც შინაურ, ასევე გარეულ ცხოველთა პოპულაციის მართვის საკითხებში. კანონთა არარსებობისა და არასრულყოფილების გამო გამეფებულია ცხოველისადმი სისასტიკე. გადაშენების პირასაა საქართველოს გარეულ ცხოველთა ბევრი სახეობა, მათ შორის წითელ წიგნში შეყვანილი ცხოველები. საქართველოში უკვე დავკარგეთ ცხოველთა ისეთი სახეობები, როგორიცაა ქართული დომბა, ჯეირანი და სხვა. დათვი და მგელი გადაიქცნენ რესტორნების მეპატრონეთა თავშესაქცევად, დამწყვდეული არიან რა პატარა ვოლიერებში, ნაბახუსევი ადამიანების დასაცინ და გასართობ „ნივთს“ წარმოადგენენ. მიუხედავად საერთაშორისო ორგანიზაციების აქტივობისა, საქართველოში დღემდე ვერ გადაწყდა გარეული ცხოველებისათვის შესაბამისი სახელმწიფო ნაკრძალების დაარსების საკითხი. ნადირობის შესახებ ლიბერალური კანონმდებლობის გამო, გამეფებულია ბრაკონიერობა და ვერ ხერხდება ცხოველთა პოპულაციების სრული კონტროლი.
ცხოველთა უფლებების მსოფლიო დეკლარაციის თანახმად ნადირობა გართობა-დროსტარების მიზნით არღვევს გარეულ ცხოველთა ძირითად უფლებებს, ხოლო ნებისმიერი ქმედება ან გადაწყვეტილება, მიმართული გარეული ცხოველის სახეობის განადგურებისაკენ, გენოციდის ექვივალენტურია, ანუ არის დანაშაული მიმართული სახეობის წინააღმდეგ (ცხოველთა უფლებების მსოფლიო დეკლარაცია, მუხლი 4, 8).
უმძიმესი მდგომარეობაა შინაურ ცხოველებთან (ძაღლები, კატები) დაკავშირებით. უსახლკარო შინაური ცხოველების მექანიკური განადგურების დამკვიდრებული მახინჯი პრაქტიკა პრობლემას არა თუ ხსნის, არამედ უფრო ამძიმებს. უსახლკარო ცხოველების მექანიკური გამოხშირვა განაპირობებს ბუნებრივი გადარჩევის პროცესს, რომელიც პოპულაციას სულ უფრო აგრესიულს ხდის, ხოლო რაოდენობას ვერ ამცირებს. გარდა იმისა, რომ არსებული მეთოდიკა ფინანსების უაზრო, უშედეგო და არამიზნობრივ ხარჯვას იწვევს, იგი იმდენად დესპოტურია, რომ მისი გამოყენება ნებისმიერი საზოგადოებისთვის სამარცხვინოა. არადა, საერთაშორისო პრაქტიკა ნათლად მოწმობს, რომ ამგვარი მიდგომა სრულიად უშედეგო და არაფრის მომცემია (რომ აღარაფერი ვთქვათ ამგვარი ღონისძიებების არაჰუმანურობაზე). ყოველივე ეს კი შემაშფოთებელია, ვინაიდან ამ თანხებით, ცივილიზებული მეთოდებისა და პროგრამების გამოყენებისა და შესრულების შემთხვევაში შესაძლებელი იქნებოდა პრობლემის მოგვარებისათვის რეალური ნაბიჯის გადადგმა. ქუჩის უპატრონო ცხოველთა მასობრივმა და სასტიკმა განადგურებამ კი გამოიწვია ცხოველთა ქაოტური გადაადგილება და პოპულაციური დესტაბილიზაცია, მომეტებული აგრესიულობა და დაავადებათა უკონტროლობა, ნეგატიური საერთაშორისო გამოხმაურება, ქვეყნის მოსახლეობის ცხოველთა მოყვარულთა ინტელექტუალური ნაწილის გაუცხოებაც და გულაცრუება.
თვითმართველობის ორგანოები - ქალაქების და რეგიონების საკრებულოები ამ სფეროში კანონების არ არსებობის გამო დღემდე ვერ ახერხებენ მნიშვნელოვანი ადმინისტრაციული აქტების მომზადებას ცხოველთა პოპულაციის მართვის საერთაშორისო ჰუმანური წესების დასამკვიდრებლად. საქართველოს მთელ რიგ ქალაქებსა და რაიონებში მოსახლეობის თვალწინ ხდება ქუჩის ცხოველთა ულმობელი მეთოდებით დაჭერა, არასპეცმანქანებით ტრანსპორტირება, მათი დამწყვდევა, სასტიკი მეთოდებით მოკვდინება და ცხოველთა ლეშის გაუჩინარება. არის შემთხვევები, როცა უპატრონო ცხოველებს დასახლებულ პუნქტებში მოსახლეობის თვალწინ ხოცავენ ცეცხლსასროლი იარაღით. ცხოველის დაჭერის დროს განხორციელებული სასტიკი ქმედებების, ასევე მიკედლებული ცხოველების განადგურების შედეგად ბევრმა ადამიანმა მიიღო ფსიქოლოგიური ტრავმა.
სამარცხვინოა ის ფაქტი, რომ ცოფის შემთხვევების რიცხვით საქართველო ევროპაში პირველ ადგილზეა, ხოლო დაკბენილ ადამიანთა შემთხვევების რაოდენობით კი - მსოფლიოში.
სამწუხაროა ისიც, რომ ძაღლების ჩხუბი (მომეტებული აგრესიის ძაღლის ჯიშებს შორის) პოპულარობით სარგებლობს და დაუფარავად იმართება ქალაქებსა და რაიონებში, ხოლო სამართალდამცავი სტრუქტურები ხშირ შემთხვევაში ამ ფაქტებზე არ რეაგირებენ.
შეშფოთებას იწვევს, როგორც მოსახლეობის დიდი ნაწილის, ისევე სახელისუფლებო ორგანოების მუშაკთა დაბალი ცნობიერების დონე ცხოველთა დაცვის საკითხებში. გამოცდილების გაზიარება საერთაშორისო მასშტაბით შემოიფარგლება მხოლოდ მოკლევადიანი ვიზიტებით და რეალურად არ ემსახურება ცნობიერებისა და შეგნების ამაღლებას. არც სხვა რაიმე ნაბიჯები იდგმება უპატრონო ცხოველების პრობლემის გადასაჭრელად საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციების გათვალისწინებით, სადაც არაორაზროვნადაა მითითებული საქართველოში არსებული მეთოდების განახლებისა და ცვლილების საჭიროება. უფრო მეტიც, საერთაშორისო საზოგადოების გამოხმაურება ამ საკითხთან დაკავშირებით ძირითად შემთხვევებში უყურადღებოდ რჩება.
მივესალმებით იმ ფაქტს, რომ თბილისის მერიამ საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან ზემოქმედებისა და დარწმუნების შედეგად მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა ქუჩის უსახლკარო ცხოველებთან დაკავშირებული საკითხების გადასაჭრელად. 2012 წლიდან ფუნქციონირებს ცხოველთა თავშესაფარი და გადაიდგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები სახელმწიფო სამსახურის მხრიდან ცხოველთა მიმართ სისასტიკის აღმოსაფრხველად. მიუხედავათ კანონთა დეფიციტისა, ქ. თბილისის მერიის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების სააგენტოს შინაური და გარეული ცხოველების კონტროლისა და რეგულირების დეპარტამენტის მუშაობა ხელს უწყობს ამ საკითხის დარეგულირებას, თუმცა ისევ კანონის არარსებობა მნიშვნელოვან პრობლემებს უქმნის ამ სამსახურს. ურთიერთობები დარეგულირდა არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რაც მნიშვნელოვან დადებით ფაქტორს წარმოადგენს ამ სფეროში. ვფიქრობთ, თბილისის მაგალითი მისაბაძი უნდა გახდეს სხვა რეგიონებისათვისაც, რაც კანონის მოთხოვნად უნდა გადაიქცეს. მისასალმებელია გორის, ბათუმის მუნიციპალიტეტების უკანასკნელი წლის მონდომება ამ საკითხების დასარეგულირებლად, მაგრამ ისევ კანონების არ არსებობის და არაპროფესიონალიზმის მიზეზით ბევრი საკითხი გადაუწყვეტელია.
ქ. თბილისის ეს დადებითი გამონაკლისი, სამწუხაროდ, ვერ ცვლის სავალალო ვითარებას, როდესაც საკანონმდებლო ბაზისა და ცხოველთა დაცვის სფეროში საგანმანათლებო პროგრამების არარსებობის, აგრეთვე სხვა ობიექტური მიზეზების გამო მოსახლეობის მენტალიტეტი ძალზე დაბალია, რაც უარყოფით გავლენას ახდენს ცხოველთა სამყაროსა და ადამიანებს შორის ჰუმანური ურთიერთობის დამკვიდრებაზე.
ცხოველთა უფლებების მსოფლიო დეკლარაცია
მუხლი 10. საგანმანათლებლო სახელმწიფო ორგანოები ადრეული ასაკიდან უნდა უზრუნველყოფდნენ მოქალაქეთა მიერ ცხოველებზე დაკვირვების, მათი გაგების და მათდამი ჰუმანურად მოპყრობის ცოდნასა და უნარ-ჩვევებს.
ააიპ „საქართველოს ცხოველთა დაცვის და გადარჩენის საზოგადოება“ და მოქალაქეთა ინტელექტუალური ნაწილი შეშფოთებულნი ვართ ცხოველთა მიმართ უკიდურესი სისასტიკით და მოვუწოდებთ ქვეყნის ხელისუფლებას საკითხი გადაწყვიტონ ცივილიზებული და ჰუმანური ფორმით. ხელისუფლებამ პრობლემის მოსაგვარებლად უნდა გამოიყენოს საერთაშორისოდ აღიარებული ჰუმანური მეთოდები: მხედველობაში მიიღოს WSPSA-ს, PETA-ს, „ბრიჟიტ ბარდოს ფონდის“ და მსოფლიოში ცნობილი სხვა ორგანიზაციების რეკომენდაციები. უსახლკარო ცხოველების პრობლემის ეფექტური გადაწყვეტისათვის პირველი ნაბიჯები უნდა იყოს: მასობრივი აცრები, სტერილიზაცია, კასტრაცია, მიკედლების ადგილებზე დაბრუნება და ცხოველების გაჩუქება-დაბინავებაზე ზრუნვა, რაც კეთილმოწყობილ თავშესაფარში უნდა ხდებოდეს და შესაბამის საკანონმდებლო ბაზას ეყრდნობოდეს (კანონმდებლობა უნდა მოიცავდეს შინაური ცხოველების გამრავლება-გაყიდვის მარეგულირებელ წესებსაც). ამასთანავე, საქართველოს კანონებისა და სხვა სამართლებრივი აქტების თანახმად ჯანმრთელი შინაური ცხოველის (ძაღლი და კატა) მოკვლა დაუშვებელი უნდა იყოს. მოკვდინება უმტკივნეულო მეთოდით დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ცხოველი იტანჯება უკურნებელი სენით, ან საფრთხეს უქმნის ადამიანთა ჯანმრთელობას, რაც ფასდება მკაცრი კრიტერიუმებით და ამ შემთხვევაში გამოყენებული უნდა იქნეს საერთაშორისოდ მიღებული მოკვდინების ჰუმანური მეთოდები. მოგიწოდებთ, რომ დაფიქრდეთ და რაიმე იღონოთ ჰუმანური სტრატეგიების წარმატებით გატარებისათვის და შეიმუშავოთ ცხოველთა პოპულაციის მართვის სახელმწიფო პროგრამა ევროპული სტანდარტების მიხედვით. ამ მიზნით ცხოველთა დაცვის საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციები მზადყოფნას გამოვთქვამთ თანამშრომლობაზე ხელისუფლებასა და მუნიციპალიტეტებთან.
იმედს გამოვთქვამთ, რომ ქვეყნის ახალი ხელისუფლება უყურადღებოდ არ დატოვებს ამ მიმართვას და არ გაიმეორებს წლების მანძილზე დაშვებულ შეცდომებს, რომლებმაც შედეგად გამოიღო ცხოველთა პოპულაციის დესტაბილიზაცია, დაავადებების უკონტროლობა, არაბუნებრივი მიგრაცია, ცალკეულ სახეობათა გადაშენება, უზედამხედველო ცხოველების რაოდენობის გაზრდა და მომეტებული აგრესიულობა, სახელმწიფო თანხების არასწორი ხარჯვა, მოსახლეობის ცხოველთა მოყვარული ინტელექტუალური ნაწილის გაუცხოება და იმედგაცრუება, ცხოველთა მასობრივი და სისტემატური განადგურება სასტიკი და მიუღებელი მეთოდებით.
,,საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოება" საქართველოს ხელისუფლებისგან და პარლამენტისგან მოვითხოვთ:
მოვითხოვთ, რომ ქვეყნის საკანონმდებლო ორგანომ, სამინისტროებმა და მუნიციპალიტეტებმა მიიღონ სწორი და კომპეტენტური გადაწყვეტილება ცხოველთა პოპულაციების მართვასთან დაკავშირებით, რაც საფუძველს შექმნის ადგილობრივი, საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების მხრიდან ფინანსური, პროფესიული და მორალური მხარდაჭერის აღმოსაჩენად. ყოველივე ეს კი ხელს შეუწყობს ქვეყნის წინსვლასა და განვითარებას.
თეიმურაზ წიქორიძე
ააიპ „საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოება“ – GSPSA - ის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი
Door te tekenen accepteer je de servicevoorwaarden van Care2 U kunt uw e-mail abonnementen op elk gewenst moment beheren.
Lukt het niet om dit te tekenen? Laat het ons weten..