გადავარჩინოთ უნიკალური ხადის ხეობა / Save the unique Khada Valley in the Caucasus Mountains

#გადავარჩინოთხადა
#SaveKhada

უნიკალური ისტორიულ-კულტურული ღირებულებისა და ტურისტული პოტენციალის მქონე ხადის ხეობას საფრთხე ემუქრება. რუსეთისკენ მიმავალი მასშტაბური მაგისტრალის მშენებლობა საქართველოს მთავრობამ, აზიის განვითარების ბანკისა (ADB) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მხარდაჭერით, სწორედ ხადის ხეობის გავლით გადაწყვიტა. ერთი წელია სხვადასხვა მეთოდით ვიბრძვით, რომ ხადის ხეობას ავაცილოთ ეს პროექტი, თუმცა სხვადასხვა სახის დარღვევებისა და მრავალმხრივი წინააღმდეგობის მიუხედავად, წინასამშენებლო სამუშაოები მაინც დაიწყო. ვფიქრობთ, ეს არ არის მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობის ბრძოლა. ამ პროექტის ხადის ხეობაში განხორციელებით დავკარგავთ ეროვნული და საერთაშორისო მნიშვნელობის მემკვიდრეობას. ამიტომ, გთხოვთ, გავერთიანდეთ ხადის დასაცავად და ერთად ჩავუყაროთ საფუძველი მის სწორად განვითარებას.
(მეტი ინფორმაცია და მოთხოვნები, გთხოვთ, იხილოთ ქვემოთ)

The Khada Valley, with its unique history, culture and tourist potential is under serious threat. The government of Georgia, with support of Asian Development Bank (ADB) and European Bank for Reconstruction and Development (EBRD), intends to build a major highway up this historic valley to connect the Caucasus region to Russia. For almost a year we've been fighting to avoid building the highway through the valley, nonetheless, despite of law violations and versatile resistance, preliminary works of the road construction has already started. We think, this isn't a battle of just local people to fight. If the project goes through the valley, it'll be a loss of national and international heritage. Thus, we ask you to join our fight for the valley, together we'll save it and lay the foundation for its sustainable development.
(For more information and goals, please, click more and scroll down)


ჩრდილოეთ-სამხრეთ დერეფნის, ქვეშეთი-კობის გზის 23-კილომეტრიანი მონაკვეთი სახელმწიფოს 558.6 მილიონი აშშ დოლარი უჯდება, რომლის უმეტესი ნაწილი საგარეო ვალია. მაგისტრალი საფრთხეს უქმნის ხეობას და მის განუმეორებელ ბუნებრივ ლანდშაფტს, ზღვის დონიდან 1900 მეტრამდე გაშენებულ სოფლებს და მათ მაცხოვრებლებს, მდიდარ ბიომრავალფეროვნებასა და კულტურულ მემკვიდრეობას - პატარა ხეობაში მოქცეულ ათეულობით კოშკსა და სალოცავს, რომელთა ერთ ჯგუფს მსოფლიოში ანალოგი არ აქვს, ასევე, ჯერ კიდევ შეუსწავლელ არქეოლოგიურ და ეთნოგრაფიულ ძეგლებს. ხადაში შემორჩენილი ხუროთმოძღვრული ძეგლები მთელ შუა საუკუნეებს მოიცავს, მათი უმნიშვნელოვანესი ნაწილი X-XI საუკუნეებს მიეკუთვნება. გზის მშენებლობას დამღუპველი გავლენა ექნება გარემოზე და ხეობაში ეკოტურიზმის განვითარების პოტენციალზე. ამასთან, მშენებლობა შეიძლება შეიცავდეს სეისმურ და გეოლოგიურ რისკებს, რადგან ისინი საპროექტო დოკუმენტაციაში ჯეროვნად არ არის შეფასებული. პროექტის დოკუმენტაციაში აღნიშნულია, რომ თითქოს მისი ინფრასტრუქტურა მორგებულია კლიმატის ცვლილების შესაძლო შედეგებს, თუმცა, რეალურად, პირიქითაა - პროექტმა შესაძლოა ხელი შუწყოს სხვადასხვა სტიქიური პროცესების (ეროზია, მეწყერი, ზვავი) დაჩქარებას.

ადგილობრივი მოსახლეობისა და ექსპერტების მრავალმხრივი პროტესტისა და სასამართლო სარჩელების მიუხედავად, პროექტის განხორციელება დაწყებულია. არაგვის ხეობის კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელოვანი ძეგლიდან, ნაღვარევის წმინდა გიორგის ეკლესიიდან, სულ რაღაც 50 მეტრში უკვე დაიწყო მუშათა საცხოვრებელი კორპუსის უნებართვო მშენებლობა, რაც ისტორიულ ძეგლს უშუალოდ უქმნის საფრთხეს. ეს ფაქტი კიდევ უფრო ნათლად ავლენს მოსალოდნელ საფრთხეებს ისტორიულ-კულტურული ძეგლებით დატვირთულ ხადაში, სადაც 6 ხიდისა და 5 გვირაბის, დამხმარე გზების, სამშენებლო ბანაკებისა და სანაყაროების მოწყობა იგეგმება.

ხადელების ერთ-ერთ წერილში ვკითხულობთ, თუ როგორ მიმართა მათ ერთ-ერთ შეხვედრაზე პროექტის (აზიის განვითარების ბანკის) წარმომადგენელმა: "თქვენ რა გგონიათ, ეს გზა ხადისთვის კეთდება"? ხადელები ამბობენ, რომ "პროექტი არ არის მორგებული ადგილობრივების საჭიროებებზე და პირიქით, ხადის ხეობის მსხვერპლად გაღებას გულისხმობს, რასაც ჩვენ არ დავუშვებთ".

თბილისიდან საათნახევრის სავალზე მდებარე მაღალმთიანი ხადის ხეობა მნახველებისთვის თითქმის მთელი წელი მისაწვდომია და ის მარტივად შეიძლება იქცეს ეკო-ტურისტულ და საგანმანათლებლო კერად, მუზეუმად ღია ცის ქვეშ. ამის ნაცვლად, მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებისთვის სახელმწიფო 475 მილიონ აშშ დოლარს საერთაშორისო ბანკებიდან სესხულობს, 83.6 მილიონი კი საქართველოს ბიუჯეტიდან იხარჯება. პროექტის დაბალი ეკონომიკური მიმზიდველობა, უარყოფითი გარემოსდაცვითი და სოციალური ზემოქმედების ფონზე, კიდევ უფრო სათუოს ხდის მის სიკეთეს ქვეყნისთვის.

ყოველივე ზემოაღნიშნულის საფუძველზე, ვითხოვთ:
- დაუყოვნებლივ შეჩერდეს ქვეშეთი-კობის გზის მიმდინარე სამშენებლო (მათ შორის მოსამზადებელი) სამუშაოები.

- საზოგადოების ფართო ჩართულობით შემუშავდეს ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფნის ხადის ხეობაზე გამავალი მონაკვეთის ალტერნატივა, რომელიც თავიდან აგვაცილებს უნიკალური კულტურული მემკვიდრეობისა და ბუნების (ბიომრავალფეროვნების) განადგურებას და მოსახლეობისგან მის დაცლას.

- ალტერნატიული ხეობის შერჩევის შემდეგ, სამშენებლო (მათ შორის მოსამზადებელი) სამუშაოების დაწყებამდე, ჩატარდეს აუცილებელი წინასწარი კვლევები, რათა თავიდან ავიცილოთ პროექტის შესაძლო უარყოფითი ზემოქმედება ადგილობრივ მოსახლეობაზე, კულტურულ და არქეოლოგიურ ძეგლებსა და ბიომრავალფეროვნებაზე.

- გადაიდგას თანმიმდევრული ნაბიჯები, რომ ხადის ხეობა გამოცხადდეს დაცულ ლანდშაფტად, რათა დავიცვათ ხეობაში ადამიანისა და ბუნების ჰარმონიული ურთიერთქმედების შედეგად ჩამოყალიბებული ბუნებრივ-კულტურული გარემო, შევინარჩუნოთ ადგილობრივი ტრადიციული სამეურნეო საქმიანობა და მასთან ერთად განვავითაროთ ხადაში მდგრადი ეკოტურიზმი.

- საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს ხადის ხეობის იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შესატანად წარდგენა.

დამატებითი ინფორმაციისა და ფოტოებისთვის გთხოვთ ეწვიოთ - http://www.nationaltrustofgeorgia.org.ge/khada-gallery/


The 23-kilometer Kvesheti-Kobi road will serve as a part of the North-South corridor and cost Georgia $558.6 million, funded mostly through foreign debt. The highway will ruin the Khada valley, its superb natural landscape and cultural heritage. Unique in Georgia it contains around sixty medieval towers, the original route of the Georgian Military Highway, several villages at 1,900 meters, functioning churches and shrines, as well as a wealth of unexplored archaeological and ethnographic sites. Khada's key architectural's monuments date from 10th and 11th century, but cover periods throughout the Middle Ages. The construction will have a devastating impact on the local inhabitants, environment and any hope for ecotourism development. There are also serious concerns that the seismic and geological risks were not properly assessed for its 9 km long tunnel. The project is being promoted as part of climate adaptation package, but in fact will facilitate the numerous natural hazards (landslides, erosion, avalanches and etc).

Despite numerous protests and lawsuits from locals, and professionals, the project has already started. Furthermore, unauthorized construction of a workers' residence is now being carried out just 50 meters from St. George's Church in Naghvarevi, directly threatening the Aragvi valley's most important architectural monument. This fact further exposes the danger for Khada's rich historical-cultural heritage, especially after the construction of 6 bridges, 5 tunnels, additional secondary roads, technical buildings and large waste disposal sites.

Official attitude to the project is revealed in a letter quoting one of the project funders (The Asian Development Bank) as saying to locals, "do you really believe that project is done for Khada?!". Locals have repeatedly claimed "the project ignores the needs of villagers and intends to sacrifice the entire the Khada Valley, which we will not allow."

The Khada Valley, just an hour and a half drive from Tbilisi, is accessible almost all year. It is already like an open-air museum and is perfectly suited for eco-tourism and as an educational venue. But instead the state is going $475 million into debt to international development banks as well as spending $83.6 million from the Georgian budget for a highly doubtful large-scale infrastructure project. Its low economic attractiveness, negative environmental and social impact, easily outweigh any economic benefits for the country.

Based on the reasons discussed above, we demand:
- An immediate halt of the current Kvesheti-Kobi road construction (including preparatory) works.

- To find a sound alternative to the Khada Valley in this section of the North-South Corridor, with proper public consultation, thus preventing the destruction of Georgia's unique cultural heritage, nature (biodiversity), as well as draining the valley's population.

- After selecting a sound alternative, to carry out proper preliminary studies before any construction (including preparatory) begins - with full awareness of possible negative impacts on locals, cultural monuments, archeological artifacts and biodiversity.

- To establish Protected Landscape (IUCN category V) in the Khada Valley. The Protected Landscape will preserve the natural and cultural environment which was formed by the interaction of people and nature over time and will help to sustainably develop its eco-tourism along with traditional agricultural activities.

- To ask the Government of Georgia to submit the Khada Valley for consideration for the UNESCO World Heritage List.

For more information and pictures of the valley, please visit - http://www.nationaltrustofgeorgia.org.ge/khada-gallery/

The Khada Valley

Skriv under
Skriv under
JavaScript er deaktiveret på din computer. Vores websted fungerer muligvis ikke korrekt, hvis ikke JavaScript er aktiveret.

fortrolighedspolitik

ved at underskrive accepterer du Care2's vilkår for tjeneste
Du kan til enhver tid administrere dine e-mailabonnementer.

Har problemer med at underskrive dette? Giv os besked.